Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ოპოზიციის მხარდამჭერთა მშვიდობიანი აქცია გაიმართა


სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, რაფი ოვანესიანის ათასობით მხარდამჭერმა ერევნის ცენტრში აქცია გამართა და არჩევნების გამარჯვებულად ის გამოაცხადა. აქციის ადგილას იმყოფებოდა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი, ჰრაირ ტამრაზიანი, რომელიც ვარაუდობს, რომ მონაწილეთა რიცხვმა 5,000-ს გადააჭარბა. ოვანესიანი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია, ამჟამად სათავეში უდგას პარტია „მემკვიდრეობას“. ის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს გადადგომისკენ მოუწოდებს და არჩევნებში გაყალბების გზით გამარჯვებაში სდებს ბრალს. ამასთან, ოვანესიანი ამბობს, რომ ორშაბათს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შეიტანს თუ არა ხმების დათვლის თაობაზე ოფიციალურ საჩივარს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში. სარქისიანმა გამარჯვება ხმების 58 პროცენტით მოიპოვა, ოვანესიანს კი თითქმის 37 პროცენტი ერგო. ოვანესიანის შტაბი აცხადებს, რომ არჩევნებზე დარღვევების სპექტრი აღინიშნა.
XS
SM
MD
LG