Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა ეგვიპტეში. კერი მოლაპარაკებას გამართავს ისლამისტ პრეზიდენტთან, მუჰამედ მურსისთან, ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ბიზნესების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან. განხილვის თემა იქნება კონსენსუსის მიღწევის გზები ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის გადალახვის მიზნით. ამასთან, კერი ისაუბრებს ეგვიპტის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის მიღების შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე და ეკონომიკური რეფორმების საჭიროებაზე. ეგვიპტეში პოლიტიკური არეულობა და ძალადობის შემთხვევებია მას შემდეგ, რაც პოსტ-რევოლუციური პერიოდის პირველმა პრეზიდენტმა, მოჰამედ მურსიმ ნოემბერში გამოსცა ამჟამად გაუქმებული ბრძანება, რომლითაც მისი უფლებამოსილება იზრდებოდა და გზა ეხსენებოდა ისლამისტების მიერ შედგენილი კონსტიტუციის მიღებას. შაბათს ერთი დემონსტრანტი დაიღუპა და ათობით დაიჭრა დაკალიის ერთ-ერთ პროვინციაში პოლიციასთან მომხდარ შეტაკებებში, პორტ საიდში კი დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის სადგურს.
XS
SM
MD
LG