Accessibility links

logo-print

რუსეთში დემონსტრანტებმა მოითხოვეს საერთოდ აიკრძალოს ბავშვების უცხოელებზე გაშვილება


მოსკოვის ცენტრში კრემლის მომხრე ათასობით აქტივისტმა გამართა დემონსტრაცია და მთავრობას მოუწოდა საერთოდ აკრძალოს ბავშვების უცხოელებზე გაშვილება. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 12,000-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა. ერთი დღით ადრე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთიდან აყვანილი ბიჭი, მაქს შატო - იგივე მაქსიმ კუზმინი - საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მოძრაობა „რუსი დედების“ კოორდინატორის, ირინა ბერგსეტის განცხადებით, დემონსტრანტებს სურთ მაქსის ნახევარძმა, კრისტოფერი რუსეთში დაბრუნდეს. კრისტოფერი იმავე ოჯახს ჰყავს შვილად აყვანილი, რომელთან ერთადაც მაქსი ცხოვრობდა ტეხასის შტატში. შაბათსვე კრემლმა გამოხატა შეშფოთება აშშ-ის სამედიცინო დასკვნის თაობაზე, რომელიც ბავშვის სიკვდილს შემთხვევითობას მიაწერს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კომისარი, კონსტანტინ დოლგოვი აცხადებს, რომ მისი აზრით სამი წლის ბიჭუნას გვამის გაკვეთის დასკვნა სრული სახით არ არის წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამერიკელებმა რუსეთიდან 60,000-ზე მეტი ბავშვი აიყვანეს შვილად.
XS
SM
MD
LG