Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს განცხადებით, ალიანსის ძალებმა ავღანეთში შემთხვევით მოკლეს ორი ბიჭი


ნატოს განცხადებით, მისმა ძალებმა ავღანეთის სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში შემთხვევით მოკლეს ორი ავღანელი ბიჭი. ამერიკელი გენერლის, საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელის, ჯოზეფ დანფორდის განცხადების თანახმად, ორი ბიჭი შეცდომით მეამბოხეებად მიიჩნიეს და 28 თებერვალს მოკლეს. დანფორდი ბოდიშს იხდის და ბიჭების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ცოტა უფრო ადრე ურუზგანში განთავსებულმა ავსტრალიელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა „ოპერაციის დროს მომხდარი ინციდენტის“ შესახებ - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს (ISAF) და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბულია, საერთაშორისო სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვის შემთხვევების ირგვლივ. ახლახან კარზაიმ აშშ-ის საგანგებო დანაყოფს სხვა პროვინციის დატოვება მოსთხოვა, წამების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.
XS
SM
MD
LG