Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ეგვიპტეში ვიზიტს განაგრძობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დღეს ეგვიპტეში ვიზიტს დაასრულებს ამ ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრით, რომლის დროსაც, გავრცელებული ცნობებით, ის პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის და რეფორმების გატარების მოწოდებებით გამოვა. კერი შეხვდება პრეზიდენტ მუჰამედ მურსის და სამხედრო ხელმძღვანელებს. შაბათს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კერი აცხადებს, რომ მორსის მთავრობამ, რომელის სათავეშიც ისლამისტები არიან, ოპონენტებთან არსებული უთანხმოება უნდა გადალახოს საიმისოდ, რომ ეგვიპტე პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნად იქცეს - იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში არეულობა მატულობს. ამასთან, როგორც ვარაუდობენ, კერი ეკონომიკური რეფორმების გატარების მოწოდებითაც გამოვა, რათა ეგვიპტემ დახმარების სახით მიიღოს 4.8 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო სესხი. ეგვიპტის შემდეგ კერი ეწვევა საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და ყატარს.
XS
SM
MD
LG