Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს


სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და ორწლიანი, სისხლიანი კონფლიქტის მანძილზე ოპოზიციის მებრძოლების მხარდაჭერის გამო ბრიტანეთის კრიტიკით გამოდის. ასადი, რომელიც ინტერვიუებს იშვიათად იძლევა, ესაუბრა ბრიტანეთის გაზეთ „Sunday Times“-ს. ინტერვიუ ტელევიზიითაც გადაიცა. ამ ინტერვიუში ასადმა სირიის კრიზისში ბრიტანეთის ჩართულობას „გულუბრყვილო“ და „არარეალისტური“ უწოდა. ბრიტანეთი - დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნების, აშშ-ის და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს მსგავსად - სირიის ოპოზიციას უჭერს მხარს. ოპოზიცია კი სირიის მომავალ მთავრობაში ასადის ნებისმიერ როლს გამორიცხავს. ამასთან, ბრიტანეთი გამოდის მოწოდებით, მოიხსნას ევროპული აკრძალვა სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე. სირიაში მთავრობის ძალებსა და ასადის გადადგომის მოსურნე ოპოზიციის ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტს 70,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG