Accessibility links

logo-print

ლეხ ვალენსა: ჰომოსექსუალი დეპუტატების ადგილი „კედლის უკანაა“


პოლონეთის დემოკრატიის სიმბოლომ, მოძრაობა „სოლიდარობის“ ყოფილმა ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ სკანდალი გამოიწვია განცხადებით, რომ ჰომოსექსუალი დეპუტატები საპარლამენტო პალატაში უკანა რიგებში, ან სულაც „კედლის უკან“ უნდა ისხდნენ. პოლონეთის ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ვალენსამ - რომელიც კათოლიციზმის ერთგული მიმდევარია - განაცხადა, ჰომოსექსუალი დეპუტატები უნდა შეურიგდნენ იმას, რომ უმცირესობა არიან და „მცირე მნიშვნელობის საკითხებს“ უნდა მოერგონო. ვალენსას განცხადებების ფონია პოლონეთის პარლამენტში ახლახან გამართული დებატები ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის სტატუსის დაკანონების შესახებ. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მმართველ პარტიას ჯერჯერობით ერთიანი პოზიცია არ გამოუვლენია სამოქალაქო პარტნიორობის საკითხის ირგვლივ. ერთ დროს ელექტრიკოსმა და პროფკავშირების აქტივისტმა, ლეხ ვალენსამ, დიდი წვლილი შეიტანა პოლონეთში კომუნიზმის დანგრევაში. 1983 წელს მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. პოსტ-კომუნისტურ პერიოდში ვალენსა პოლონეთის პირველი პრეზიდენტი იყო.
XS
SM
MD
LG