Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა სააკაშვილის სიტყვებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ნოვრუზ მამედოვი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს - რომ „აზერბაიჯანი და საქართველო რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე დგანან“. ცნობაში ვკითხულობთ, რომ ეს განცხადება სააკაშვილმა აზერბაიჯანში 27 და 28 თებერვალს გამართული ვიზიტის შემდეგ შინ დაბრუნებისას, თბილისის აეროპორტში გააკეთა. გამოცემა Newtimes.az-სთვის მიცემულ ინტერვიუში მამედოვი ამბობს, რომ სააკაშვილის ეს განცხადება „გაკვირვებას“ იწვევს. ცნობაში ვკითხულობთ მამედოვის სიტყვებს - „იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში პარალელების გავლება შესაძლებელია, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ბევრი განსხვავებაც“. ამასთან, მამედოვი თვლის, რომ სააკაშვილის განცადებები, თითქოს რუსეთში აზერბაიჯანის დიასპორის გარკვეული წარმომადგენლები ქვეყანასთან მიმართებით სახიფათო პოზიციაზე დგანან, საქართველოს პრეზიდენტის აზრია და სავარაუდოდ სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს თემა, მამედოვის თქმით, სააკააშვილთან შეხვედრებზე არ განხილულა.
XS
SM
MD
LG