Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ეგვიპტის პრეზიდენტს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ეგვიპტეში ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, მოჰამედ მურსისთან გამართა შეხვედრა და პრეზიდენტს უთხრა, რომ მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სხვაობების გადალახვის მიზნით. კერის განცხადებით, პირველადი დახმარების სახით აშშ ეგვიპტეს 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში კერი ამბობს, „აშკარაა, რომ მეტი მუშაობა და კომპრომისია“ საჭირო საიმისოდ, რომ ეგვიპტეში დაისადგუროს „ერთიანობამ, პოლიტიკურმა სტაბილურობამ და ეკონომიკურმა სიჯანსაღემო“. პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა სახელმწიფო მდივნის ეგვიპტეში ვიზიტი. ეგვიპტის შემდეგ ჯონ კერი ეწვევა საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და ყატარს.
XS
SM
MD
LG