Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა


პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, კარაჩიში, ძირითადად შიიტებით დასახლებულ რაიონში მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების მსხვეპლთა რიცხვი 45-ს გაუტოლდა. მაშველები განაგრძობენ სამუშაოებს ნანგრევებში. კარაჩის მთავრობის მაღალი რანგის წევრის, ჰაშიმ რაზა ზაიდის თქმით, დაჭრილია კიდევ 150 ადამიანი. აფეთქება შიიტური მეჩეთის გარეთ მოხდა. აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მეზობლად მდებარე სახლს. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც აფეთქების მომენტში მეჩეთის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG