Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები უგო ჩავესის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ


ასობით სტუდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენელმა კარაკასში დემონსტრაცია გამართა. ისინი ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას ითხოვენ. უგო ჩავესი თებერვალში კუბიდან დაბრუნდა, სადაც მან სიმსივნის მორიგი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ის საზოგადოების წინაშე არ გამოსულა. ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ხნით ადრე აცხადებდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ის სრულად არ გამოჯანმრთელებულა, თუმცა შესწევს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები. შაბათს გახდა ცნობილი, რომ ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
XS
SM
MD
LG