Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


კენიაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. გასული არჩევნები, რომელიც 2007 წელს ჩატარდა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის გამართული მასობრივი არეულობებით დასრულდა, რომელსაც ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. პრეზიდენტის პოსტზე მთავარ პრეტენდენტებად მოიაზრებიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი რაილ ოდინგა და უხურუ კენიატა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ჯომო კენიატას ვაჟი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მას 2007 წელს განხორციელებული არეულობების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თუმცა პოლიტიკოსი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG