Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიისა და კოსოვოს პრემიერები ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას


სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრები დღეს ბრიუსელში შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი კოსოვოს ტერიტორიაზე დარჩენილი ეთნიკურად სერბი მოსახლეობის შესახებ გამართავენ მოლაპარაკებებს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების ეს უკვე მეექვსე შეხვედრაა, რომელიც ურთიერთობათა ნორმალიზებას ემსახურება. შუამავლის როლს მოლაპარაკებებში კეტრის ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ასრულებს. სერბიის ყოფილი ოლქი კოსოვო, დამოუკიდებელ ქვეყნად ასამდე სახელმწიფომ აღიარა. ის არ უღიარებიათ გაეროსა და ევროკავშირის ყველა წევრს. სერბია არ ემხრობა თავისი ყოფილი რეგიონის გამოყოფას, მაგრამ ჩაერთო მოლაპარაკებაში, რათა მიიღოს იქ სერბული უმცირესობის უსაფრთხოების გარანტიები და გაიზარდოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები.
XS
SM
MD
LG