Accessibility links

logo-print

კათოლიკური ეკლესიის კარდინალები ვატიკანში შეიკრიბნენ


რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალები კონსულტაციების გასამართად ვატიკანში შეიკრიბნენ. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრებისას, რომელიც კვირის განმავლობაში გაიმართება, კარდინალები შეთანხმდებიან კონლავის ჩატარების თარიღზე. ეკლესიის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რათა რომის პაპის არჩევამდე ინფორმაცია სრულად იყოს დაცული. აიკრძალება მობილური ტელეფონებით სარგებლობა, ტექნიკური პერსონალი კი შეამოწმებს კარდინალების საცხოვრებელ ოთახებს, რათა გამოირიცხოს მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ განცხადება გადადგომის შესახებ თებერვალში გააკეთა.
XS
SM
MD
LG