Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთს ეწვია


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ქაბულში ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. ნატოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის გარდა, რასმუსენი შეხვდება სხვა ავღანელ ოფიციალურ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. კარზაისთან ორმხრივი მოლაპარაკების მთავარი თემაა ნატოს მიერ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანის ავღანეთის ჯარებისათვის ჩაბარება. ნატო მომავალი წლის ბოლომდე აპირებს ავღანეთიდან საბრძოლო შენაერთების გაყვანას.
XS
SM
MD
LG