Accessibility links

logo-print

პაკისტანში გლოვობენ აფეთქების შედეგად დაღუპულებს


პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში გლოვაა გამოცხადებული კვირას შიიტურ მეჩეთთან აფეთქების შედეგად 45 ადამიანის დაღუპვის გამო. აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო. სასწავლებლები, კომპანიები და ბაზრები დაიხურა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მთავრობამ ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა დაღუპულებისათვის პატივის მისაწებად. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიჭრა 150-ზე მეტი ადამიანი. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, მასთან სატელეფონო საუბარში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პირმა, რომელმაც თავი მოიხსენია სუნიტი ექსტრემისტების ორგანიზაცია „ჯანდალას“ წარმომადგენლად. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. საქმე ეხება პაკისტანში შიიტების წინააღმდეგ მიმართულ წელს უკვე მესამე თავდასხმას, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG