Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ თიბილოვი: არავის უნდა მიეცეს სიტუაციის დაძაბვის შესაძლებლობა


სამხერთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც შიდა პოლიტიკური სიტუაციის შერყევას ცდილობენ - ამის შესახებ, როგორც სააგენტო რესი იუწყება, ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. თიბილოვის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აეწყობა რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, ეს არ აისახება სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე. თიბილოვმა აღნიშნა, რომ ეს არაერთხელ განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც და ამიტომ, ადგილზე არავის უნდა მიეცეს სიტუაციის დაძაბვის შესაძლებლობა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი მცდელობა არსებობს, თუმცა კონკრეტულად რომელ ძალებს გულისხმობდა თიბილოვი, სააგენტო რესი ამის შესახებ არაფერს იუწყება.
XS
SM
MD
LG