Accessibility links

logo-print

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თბილისში


თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი. 17 საათზე დაიწყება საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის შემდეგ მაია ფანჯიკიძე და ლინას ლინკევიჩუსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თბილისში ვიზიტისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG