Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიაში. წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის საუბრის მთავარი თემებია ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და საკონსტიტუციო ცვლილებები. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელია პრესისთვის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებები. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში მიიღო საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩები. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო.
XS
SM
MD
LG