Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმართება სერბია-კოსოვოს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ბრიუსელში ევროკავშირის ორგანიზებით იმართება სერბია-კოსოვოს მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი. მოლაპარაკება დაიწყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის შეხვედრებით ცალ-ცალკე, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩისთან და სერბიის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩთან. დღესვე, მოგვიანებით იმართება შეხვედრა სამივეს მონაწილეობით, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბების საკითხზე სავარაუდო შეთანხმების მისაღწევად. კოსოვოში უმრავლესობაში მყოფმა ეთნიკურმა ალბანელებმა 2008 წელს გამოაცხადეს სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი უარყოფს, კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებთან ერთად.
XS
SM
MD
LG