Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: აშშ მხარს უჭერს სირიელ მეამბოხეებს, მაგრამ მათ იარაღს არ მიაწვდის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი მხარდაჭერას გაუწევს სირიელ მეამბოხეებს, მაგრამ მათ არ მიაწვდის იარაღს. სპარსეთის ყურის არაბ ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, კერიმ და საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პრინცმა საუდ ალ-ფაიზალმა ისაუბრეს სირიელების უფლებაზე, თავი დაიცვან. საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურეში მისი მოკავშირე, ნავთობით მდიდარი მონარქიები დახმარებას უწევენ მეამბოხეებს სირიაში და მათ, სავარაუდოდ, იარაღსაც აწვდიან. ამბოხებაში, უმეტესწილად, სუნიტები მონაწილეობენ. ხოლო სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მხარდაჭერას უწევს ირანი.
XS
SM
MD
LG