Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდში განახლდა პოლიციასთან დაპირისპირება


ეგვიპტის საპორტო ქალაქ პორტ საიდში ათასობით ადამიანი შეიკრიბა პოლიციელებთან შეტაკებისას წუხელ დაღუპული პირების დაკრძალვაზე. შეტაკებამ, რომელიც საპროტესტო აქციას მოჰყვა, ხუთი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ორი პოლიციელი. დაშავდა, სულ ცოტა, 420 ადამიანი. ორშაბათს კვლავ განახლდა დაპირისპირება პორტ საიდში უშიშროების ძალების შტაბ-ბინასთან. დემონსტრანტებმა აალებადი ყუმბარები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რომლებმაც, საპასუხოდ, ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. იანვარში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა არეულობამ, რომელიც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პორტ საიდში მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სიკვდილი მიესაჯა ფეხბურთის სტადიონზე შარშანდელ ძალადობაში მონაწილე 21 პირისათვის.
XS
SM
MD
LG