Accessibility links

logo-print

ერაყში მოკლეს, სულ ცოტა, 40 სირიელი


ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა მოკლეს, სულ ცოტა, 40 სირიელი ჯარისკაცი და მთავრობის თანამშრომელი, რომელიც გასულ კვირაში მეზობელ ერაყში გაიქცა, სირიელი მეამბოხეების თავდასხმისაგან თავის გადასარჩენად. დღევანდელი იერიში მიმართული იყო ავტოკოლონის წინააღმდეგ, რომლითაც სირიელები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, ერაყის პროვინცია ანბარის გავლით. ამ პროვინციაში უმეტესწილად სუნიტები ცხოვრობენ. ავტოკოლონას საფარიდან დაესხნენ თავს, როცა ის ალ-ვალიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს უახლოვდებოდა.
XS
SM
MD
LG