Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ ერთი სასულიერო პირი მოკლეს


უცნობმა თავდამსხმელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს დაღესტნის ისლამური სკოლის მასწავლებელი. როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მაგომედ ბიარსლანოვი კვირა ღამით მოკლული იპოვეს. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს, რადგან მოკლულს კეფაში რამდენიმე ნატყვიარი აქვს. ბოლო წლების განმავლობაში დაღესტანი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე მღელვარე რეგიონად იქცა. ისლამისტი ექსტრემისტები, რომლებიც რადიკალური ისლამური მოწოდებებით გამოდიან, რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს ზომიერ მუსლიმებზე, პოლიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებზე.
XS
SM
MD
LG