Accessibility links

logo-print

ირან–პაკისტანის მილსადენის მშენებლობის პროექტი 11 მარტს დაიწყება


პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის წინააღმდეგობის მიუხედავად პაკისტანი ირანთან ერთად განახორციელებს მილსადენის პროექტს და ის 11 მარტს დაიწყება. ზარდარი აცხადებს, რომ ახალი მილსადენის ამოქმედება აუცილებელია ენერგორესურსებზე პაკისტანის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. აშშ პაკისტანი–ირანის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგია და მისი განხორციელების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება. ირანმა უკვე ააშენა მილსადენის მის ტერიტორიაზე არსებული ნაწილი. ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის გამო ისლამაბადმა შეაყოვნა მშენებლობის დაწყება. ირანმა პაკისტანს შესთავაზა სესხი, რომლითაც მილსადენის პაკისტანის სექციის ასაშენებლად საჭირო ხარჯის მესამედის დაფარვაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG