Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანის მიმართ სამხედრო მუქარას მოითხოვს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის განვითარებით ირანი უახლოვდება ”იმ წითელ ხაზს”, რომლის იქითაც აუცილებელი იქნება მოქმედება. ნეთანიაჰუ თვლის, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებით დღემდე ვერ მოხერხდა ბირთვული პროგრამის შეჩერება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა დაწესდეს ახალი სანქციები, სამხედრო მოქმედების დაწყების მუქარის ჩათვლით. ნეთანიაჰუმ ვიდეო-ჩართვის საშუალებით მონაწილეობა მიიღო ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის მიერ მოწყობილ კონფერენციაში. მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ”განიხილება ყველა საშუალება, სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით”. საუდის არაბეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ირანის საკითხის დიპლომატიური მოგვარება არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა იუჯია ამანომ ირანს მოუწოდა უსაფუძვლოდ ნუ გაწელავს ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG