Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პატიმრობა მიუსაჯეს „ქაბულის ბანკის“ ყოფილ მმართველებს


ავღანეთში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს „ქაბულის ბანკის“ ორ ყოფილ მმართველს თაღლითობისათვის, რომელსაც 2010 მოჰყვა კრიზისი ავღანეთის ამ უდიდეს კერძო ბანკში. მოგვიანებით მთავრობამ მიაწოდა დახმარება სახელწოდებაშეცვლილ „ქაბულის ახალ ბანკს“. საგანგებოდ შექმნილი ტრიბუნალის მოსამართლემ დღეს ბანკის ყოფილი თავმჯდომარე შერხან ფარნუდი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ხალილულა ფეროზი ცნო დამნაშავედ 800 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისებაში. მან მსჯავრდებულებს დაავალა, დააბრუნონ ფული, რომელიც კორუფციული სქემით მიითვისეს. ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო კიდევ 20-ზე მეტი ბრალდებული. მათ ეძლევათ განაჩენის გასაჩივრების უფლება.
XS
SM
MD
LG