Accessibility links

logo-print

მოსკოვში დაკითხეს დიდი თეატრის ბალეტის ხელმძღვანელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი


მოსკოვში დაკითხეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინზე თავდასხმაში. ამის შესახებ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველო. ფილინზე წელს, 17 იანვარს მოეწყო თავდასხმა - მას სახეში შეასხეს მჟავა, რის შედეგადაც ფილინმა ძლიერი დამწვრობები მიიღო. მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. პოლიცია თავდასხმის ძირითად ვერსიას უკავშირებს ფილინის პროფესიულ საქმიანობას.
XS
SM
MD
LG