Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარლამენტმა მთავრობა დაითხოვა


მოლდავეთის პარლამენტმა დაითხოვა დასავლური ორიენტაციის მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი ხელმძღვანელობს. ნდობის შესახებ კენჭისყრის საკითხი წამოაყენა ოპოზიციურმა კომუნისტურმა პარტიამ, მთავრობის კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ახლა უნდა დაასახელოს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც 45 დღე და სამი მცდელობა მიეცემა კაბინეტის შესაქმნელად. თუ ის თავს ვერ გაართმევს ამ ამოცანას, მოლდავეთის პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
XS
SM
MD
LG