Accessibility links

logo-print

ინტერფაქსი: გივი თარგამაძის დასაკავებლად ოფიციალური მიმართვა გაიგზავნება თბილისში


პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის დასაკავებლად საქართველოსთვის მიმართვას უახლოეს ხანში აპირებს რუსეთის ხელისუფლება - ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დღეს იუწყება სააგენტო ინტერფაქსი. მისი წყაროს ცნობით, როგორც კი ინტერპოლი დაადგენს და რუსეთის გენერალურ პროკურატურას აცნობებს თარგამაძის ადგილსამყოფელს, მის დასაკავებლად თბილისში ოფიციალური მიმართვა გაიგზავნება. ამავე წყაროზე დაყრდნობით ინტერფაქსი იუწყება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება დააკავოს საერთაშორისო ძებნილი და მისი ექსტრადირების საკითხი განიხილოს. გივი თარგამაძეს რუსეთში მასობრივი არეულობების მზადების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რასაც თავად თარგამაძე კატეგორიულად უარყოფს. მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.
XS
SM
MD
LG