Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა 1953 წლის ზავის გაუქმებით იმუქრება


ჩრდილოეთი კორეა იმუქრება, რომ გააუქმებს კორეაში ომისათვის ბოლოს მოსაღებად 1953 წელს ხელმოწერილ ზავს, თუ სამხრეთი კორეა და შეერთებული შტატები გააგრძელებენ ყოველწლიურ ორთვიან სამხედრო წვრთნებს. ამ მუქარის ფონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი საერთაშორისო სანქციების მიღების პერსპექტივა, ფხენიანის მიერ გასულ თვეში მორიგი ბირთვული გამოცდის ჩატარებაზე საპასუხოდ. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა გაიმართება კონსულტაციები ჩრდილოეთ კორეაზე მას შემდეგ, რაც გაეროს დიპლომატებმა განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალი რეზოლუციის პროექტზე.
XS
SM
MD
LG