Accessibility links

logo-print

რუსეთში ამზადებენ ახალ ბრალდებებს მაგნიტსკის პარტნიორის წინააღმდეგ


რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბრალდებებს წაუყენებენ საინვესტიციო ფონდ "ჰერმიტიჯ კაპიტალ მენჯმენტის" აღმასრულებელ დირექტორს, უილიამ ბრაუდერს კომპანია „გაზპრომის“ აქციების უკანონოდ შესყიდვისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს ასეთი ბრალდებისათვის. რუსეთში ბრაუდერსა და მისი საინვესტიციო ფონდის ყოფილ იურისტს, სერგეი მაგნიტსკის აქამდე წაყენებული ჰქონდათ გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდება. მოსკოვში სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 მარტისათვის დანიშნა მათი საქმის არსებითი განხილვა. მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ ასამართლებენ, მისი დედისა და ქვრივის წინააღმდეგობის მიუხედავად. ის 2009 წლის 16 ნოემბერს, საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დააკავეს, როცა იძიებდა რუსეთის მმართველ წრეებში მოქმედ კორუფციულ სქემას. ბრაუდერმა დღეს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა თავისი მოსაზრება მისი და მაგნიტსკის სამართლებრივი დევნის მიზეზზე: „ეს ხდება მას შემდეგ, რაც ამერიკაში მიიღეს „მაგნიტსკის აქტი“ და რუსეთის მთავრობა იმედოვნებს და ცდილობს, შეაჩეროს მაგნიტსკის აქტის გავრცელება ატლანტიკის მეორე მხარეს - ევროპაზე, სადაც მათი საბანკო ანგარიშების უმრავლესობაა. მაგნიტსკის აქტით, მათი საბანკო ანგარიშები გაიყინებოდა და ვიზებს აღარ მისცემდნენ კორუმპირებულ რუს ოფიციალურ პირებს - ეს კი მართლაც შიშის მომგვრელია თითქმის ყველასთვის, პუტინის რეჟიმის მაღალ ეშელონებში“, განაცხადა ბრაუდერმა, რომელსაც მოსკოვში დაუსწრებლად გაასამართლებენ. ბრაუდერი ბრიტანეთის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG