Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: თალიბების თავდასხმების შემცირების ცნობა არაზუსტი იყო


ავღანეთში განთავსებული კოალიციური ჯარის მეთაურობის თანახმად, ის წყვეტს თალიბების თავდასხმების შესახებ ცნობების გავრცელებას. ერთი კვირის წინ მან აღიარა, რომ ადრე გავრცელებული ცნობები, თითქოს 2012 წელს მეამბოხეთა თავდასხმები შვიდი პროცენტით შემცირდა, მცდარი იყო. ახლანდელი განცხადებებით, თალიბების თავდასხმები არ შემცირებულა. ჩვენს რადიოს, კოალიციის სამხედრო წარმომადგენლმა, გენერალმა, გიუნტერ კატცმა განუმარტა, რომ ცდომილება გამოიწვია გარდამავალმა პერიოდმა, როცა უცხოეთის ჯარი თავის ამოცანებს ავღანეთის ჯარს გადასცემს.
XS
SM
MD
LG