Accessibility links

logo-print

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩავესის კიბო „მტრებმა“ გამოიწვიეს


ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვენესუელის „ისტორიული მტრები“ დაადანაშაულა, რომ ისინი დგანან პრეზიდენტ უგო ჩავესის კიბოს უკან. თავის მიმართვაში, მადუროს მტრები არ დაუსახელებია, მაგრამ, გამოაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს სამხედრო თანამშრომელი გააძევეს ქვეყნიდან იმისთვის, რომ ის შეხვდა ვენესუელელ ოფიცრებს, "ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით". მადურომ დაასახელა აშშ-ის სამხედრო ატაშე, დევიდ დელ მონაკო, რომელმაც 24 საათში უნდა დატოვოს ქვეყანა. მადუროს თქმით, პრეზიდენტ ჩავესს უმძიმესი საათები უდგას ოპერაციის შემდეგ. მანვე თქვა, რომ მთავრობა დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, საგანგებო ზომებს მიმართავს. მადუროს გამოსვლა მას მერე რამდენიმე საათის შემდეგ მოეწყო, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ უგო ჩავესი საავადმყოფოში მოათავსეს კარაკასში, კუბაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გართულების გამო, რომ მას ახალი და არაერთი ინფექცია სჭირს და გაუუარესდა სუნთქვა.
XS
SM
MD
LG