Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაშკინი საქართველოში დაბრუნდა


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. ”ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გადავწყვიტო, სად ვიყო. ვარ საქართველოს მოქალაქე, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნდე", - განაცხადა შაშკინმა და დაამატა, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა. დიმიტრი შაშკინმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის აშშ-ში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG