Accessibility links

logo-print

"როსპოტრებნადზორი" რუსულ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობას 40 კომპანიას მისცემს


"როსპოტრებნადზორმა" ქართული კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაც რუსულ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. ამისათვის მათ დოკუმენტაცია და პროდუქციის ნიმუშები უნდა წარადგინონ. უწყების ოფიციალური ვებსაიტით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტებმა საქართველოში 25 თებერვლიდან პირველ მარტამდე ღვინის 37 საწარმო და მინერალური წყლის 4 კომპანია შეამოწმეს. აქედან "როსპოტრებნადზორი" ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ 36 საწარმოს და მინერალური წყლების მწარმოებელ 4 კომპანიას მისცა უფლება, წარადგინონ დოკუმენტები მინერალური წყლების, ბოთლის ღვინის პროდუქციისა და კონიაკის სახელმწიფო რეგისტრაციისთვის.
XS
SM
MD
LG