Accessibility links

logo-print

პარლამენტში "ეროვნული ფორუმის" ფრაქცია შეიქმნება


პარლამენტში "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელთა ფრაქცია იქმნება, რომელსაც - "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი" ეწოდება. ფრაქცია 6 კაცისგან შედგება, და მისი თავმჯდომარე გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი იქნება. "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი" უმრავლესობის წარმომადგენელი მეხუთე ფრაქცია იქნება. დანარჩენი ოთხი ფრაქციაა - "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები" და "ქართული ოცნება – კონსერვატორები".
XS
SM
MD
LG