Accessibility links

გაეროს მონაცემებით, მილიონს მიაღწია სირიელი ლტოლვილების რიცხვმა


გაეროს მონაცემებით, მილიონს მიაღწია სირიელების რიცხვმა, ვისაც სამშობლოდან გაქცევა მოუხდა სირიაში ორი წლის წინ ბრძოლების დაწყების შემდეგ. ოთხშაბათს ჟენევაში გაკეთებულ განცხადებაში, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ანტონიო გუტიერესმა აღნიშნა, რომ ლტოლვილების დაახლოებით ნახევარს ბავშვები შეადგენენ. „დღეს აღვრიცხეთ მილიონი სირიელი ლტოლვილი სირიის გარშემო მდებარე ქვეყნებში. და ეს წარმოადგენს მასობრივ გადაადგილებას და მოწმობს ნგრევისა და ტანჯვის დონეზე, რომლის მოწმეც დღეს სირიაში ვართ“, განაცხადა გუტიერესმა. მისივე თქმით, სირიის ტერიტორიაზე მილიონობით ადამიანია ქცეული ადგილნაცვალ პირად და ქვეყანა „სრულმასშტაბიანი კატასტროფისაკენ“ მიექანება. გაერო გამოდის მოწოდებით, ბოლო მოეღოს ტრაგედიას. სირიელი ლტოლვილების უმრავლესობა ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში, ერაყსა და ეგვიპტეში იმყოფება. გაეროს მონაცემებით, 70 000-მდე ადამიანია დაღუპული პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG