Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი


სომხეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი თვით დააკავეს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვარდან სერდაკიანი. მანამდე სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა, რომ სერდაკიანი დაპატიმრებულია პრეზიდენტობის სხვა კანდიდატზე, პარუირ ჰაირიკიანზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. სერდაკიანის ადვოკატი უსაფუძვლოს უწოდებს ამ ბრალდებას. ჰაირიკიანი 31 იანვარს დაჭრეს მასზე ერევანში თავდასხმისას. მოგვიანებით პოლიციამ დააპატიმრა ორი მამაკაცი, რომელიც ამ თავდასხმაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. სომხეთში 18 თებერვალის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერდაკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორივე ეჭვმიტანილი მასთან სახლში მუშაობდა მღებავად, რის გამოც სერდაკიანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, ისიც დაადანაშაულონ თავდასხმასთან კავშირში.
XS
SM
MD
LG