Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედოევის შეფასებით, ცხინვალისათვის "დიდი ტრაგედიაა" ჩავესის გარდაცვალება


რუსეთში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი, დმიტრი მედოევი ამბობს, რომ ვენესუელის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება პრეზიდენტ უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ. მედოევმა ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში. „უგო ჩავესის წასვლა დიდი ტრაგედიაა როგორც ვენესუელის ხალხის, ისე ლათინური ამერიკისათვის და, რასაკვირველია, ჩვენთვისაც, სამხრეთ ოსეთისათვის. რადგან რუსეთის ფედერაციის შემდეგ ეს იყო მესამე ქვეყანა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. მე პირადად წილად მხვდა ამ ადამიანთან ორჯერ შეხვედრის სიამოვნება - ერთხელ კარაკასში, ერთხელ მოსკოვში. ის ტოვებდა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას, როგორც სახელმწიფო ლიდერი“, - აღნიშნა მედოევმა ჩვენს რადიოსთან საუბარში. ვენესუელამ 2009 წლის სექტემბერში, რუსეთისა და ნიკარაგუის შემდეგ ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG