Accessibility links

logo-print

თალიბებმა მოკლეს ტყვედ აყვანილი 16 ავღანელი ჯარისკაცი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა 16 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. პროვინციის პრესმდივანმა, აბდულ მარუფ რასხმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ორშაბათს თალიბებმა ტყვედ აიყვანეს ავღანეთის ეროვნული არმიის წევრები. მისივე ცნობით, გამტაცებლებმა სამშაბათს დახოცეს 16 ჯარისკაცი, ამასთან, სოფლის უხუცესებისა და სასულიერო პირების შუამავლობით შესაძლებელი გახდა შვიდი ჯარისკაცის გადარჩენა და გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG