Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი


აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც ქვეყანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. თბილისის აეროპორტში შაშკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანია და აქვს უფლება გადავწყვიტოს, თუ სად იქნება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეა და ამიტომ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. შაშკინის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
XS
SM
MD
LG