Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის, კონიაკის და მინერალური წყლის მწარმოებელ 40 ქართულ კომპანიას უკვე შეუძლია პროდუქციის ნიმუშები რუსეთში რეგისტრაციისთვის გაგზავნოს


ღვინის, კონიაკის და მინერალური წყლის მწარმოებელ 40 ქართულ კომპანიას უკვე შეუძლია პროდუქციის ნიმუშები რუსეთში რეგისტრაციისთვის გაგზავნოს. საწარმოთა ჩამონათვალი ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა დღეს ფედერალურმა სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“. მისმა ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული პირველი ინსპექციის შედეგად შემოწმებული, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანიიდან რეგისტრაციის ნებართვა მხოლოდ ერთმა ვერ მიიღო, დანარჩენი 36-ის და მინერალური წყლის მწარმოებელი 4 კომპანიის მიმართ კი რუს სპეციალისტებს პრეტენზიები არ ჰქონიათ. ონიშჩენკოს თქმით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება ქართული ჭაჭის რეგისტრაციის შესახებ და ეს საკითხი საქართველოში 25 მარტიდან დაგეგმილი მეორე ინსპექტირების შემდეგ გადაწყდება. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის ცნობით, ინსპექტირების მეორე ეტაპზე შემოწმდება კიდევ 57 ქართული კომპანია, რომელსაც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანა სურს.
XS
SM
MD
LG