Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის შესახებ


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, თბილისში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი. დეპუტატ თინა ხიდაშელის ინიციატივით, შესაბამისი ცვლილებები მომზადდა კანონებისთვის საქართველოს დედაქალაქის - თბილისის და ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ. პირველი მოსმენით დღეს დამტკიცებული პროექტით, დასუფთავების გადასახადის მოცულობა დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება და დაწესდება ზღვრული მოსაკრებელი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 25 ლარს. დღესვე პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა თინა ხიდაშელის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესება იკრძალება.
XS
SM
MD
LG