Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში სასამართლომ მოითხოვა პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება


ეგვიპტის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა გაუქმდეს პრეზიდენტ მუჰამად მურსის განკარგულება მომავალ თვეში საპარლამენტო არჩევნების დაწყების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს ეგვიპტეში, ითვალისწინებს ასევე საარჩევნო კანონის გადასინჯვას უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს განმარტებით, მისი გადაწყვეტილების მიზეზია ის გარემოება, რომ პარლამენტის ზედა პალატას გადასინჯული საარჩევნო კოდექსი არ გადაუცია საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, მის მიერ გადასასინჯად. მურსიმ გასულ თვეში გააკეთა განცხადება ეგვიპტეში 22 აპრილს საპარლამენტო არჩევნების ორთვიანი პროცესის დაწყების შესახებ. კენჭისყრის ბოიკოტით იმუქრება ეგვიპტეში წამყვანი ოპოზიციური ალიანსი, "ეროვნული ხსნის ფრონტი", რომელსაც ეჭვი ეპარება პროცესის გამჭვირვალობაში. ოპოზიციური ალიანსი მოითხოვს აგრეთვე ახალი საარჩევნო კანონის მიღებას, რადგან ფიქრობს, რომ ამჟამინდელი კანონი ხელსაყრელია პრეზიდენტ მურსის თანაგუნდელი ისლამისტებისათვის. პრეზიდენტი უსაფუძვლოს უწოდებს ამ შეფასებას.
XS
SM
MD
LG