Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ჯავშანჟილეტებსა და დაჯავშნილ მანქანებს მიაწვდის სირიელ მეამბოხეებს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის განცხადებით, ბრიტანეთი ჯავშანჟილეტებსა და დაჯავშნილ ავტომანქანებს მიაწვდის სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც იბრძვიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ჰეიგი გამოთქვამს შეფასებას, რომ 20 მილიონი დოლარის „არალეტალური“ სამხედრო დახმარება არის „საჭირო, პროპორციული და კანონიერი“ რეაქცია სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე. ბრიტანეთი უკვე ეხმარება სირიელ მეამბოხეებს აღჭურვილობით, როგორიც არის ელექტროგენერატორები და საკომუნიკაციო დანადგარები. გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიის პოლიტიკურ ოპოზიციას დაჰპირდა 60 მლნ დოლარის დახმარებას, ისევე როგორც სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას. გაეროს მონაცემებით, სირიაში ორი წლის წინ დაღუპული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70 000-ს აღწევს. დღეს გაერომ გამოაცხადა, რომ მილიონს გადააჭარბა სირიიდან გაქცეული ლტოლვილების რიცხვმა.
XS
SM
MD
LG