Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძე პრეზიდენტს ელჩების დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებს


საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელჩობის კანდიდატებმა საპარლამენტო პროცედურები წარმატებით გაიარეს და მათ კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, თუმცა პრეზიდენტი არც ერთი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს. ეს მას აფიქრებინებს, რომ პრეზიდენტს და ყოფილ ხელისუფლებას სურს, ბოლომდე შეინარჩუნოს ის პოზიციები, რაც უცხოეთში აქვს, რომ მათ ახალი ელჩის არარსებობის და არყოფნის შემთხვევაში ისევ ჰქონდეთ საშუალება, გაავრცელონ ახალი მთავრობისა და საქართველოს ახალი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაცია. "სხვა ახსნა მე ამისთვის ვერ მომიძებნია", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ
XS
SM
MD
LG