Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა გაეროს 20 მშვიდობისდამცველი შეიპყრეს


გაერო აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის 20 მშვიდობისდამცველი შეიპყრეს სავარაუდოდ სირიის შეიარაღებულმა მებრძოლებმა სირია-ისრაელის საზღვარზე მდებარე გოლანის მაღლობზე. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ედუარდო დე ბოისმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე, სადაც მშვიდობისდამცველები 30 კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა დაატყვევა, - გაეროს სპეციალური დელეგაცია გაემგზავრა. ინცინდენტის დადასტურებად იქცა „იუტუბიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო, რომელზეც სირიელი მეამბოხეები მათ მიერ დატყვევებული გაეროს ჯარისკაცებთან ერთად არიან გამოსახულნი. შეიარაღებული პირი, რომელიც საკუთარ თავს „იარმოუკის წამებულთა“ ბრიგადის მებრძოლს უწოდებს, - აცხადებს, რომ გაეროს ჯარისკაცებს არ გაათავისუფლებენ მანამ, სანამ სირიის სამთავრობო ძალები არ დატოვებენ ამ არეალში განლაგებულ სოფელს. ისრაელმა გოლანის სიმაღლე 1967 წელს სირია-ეგვიპტის ომის დროს დაიკავა. სირიის ძალებს ეკრძალებათ შესვლა ამ არეალში განლაგებულ უსაფრთხოების ზონაში, სადაც გაეროს სამშვიდობო ძალები პატრულირებენ.
XS
SM
MD
LG