Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელი სენატორები ბლოკავენ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს უფროსის კანდიდატურას


რესპუბლიკელი სენატორები ეწინააღმდეგებიან ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას და მათ წამოიწყეს ობსტრუქციის პროცედურა აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას კანდიდატურაზე კენჭისყრის დასაყოვნებლად. ლაპარაკია დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელად ჯონ ბრენანის კანდიდატურაზე კენჭისყრის შეჩრებაზე. რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან – რანდ პოლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იწყებს ობსტრუქციის პროცედურას ჯონ ბრენანის კანდიდატურის წინააღმდეგ. რანდ პოლი მოითხოვს, რომ ობამას ადმინისტრაციამ გამოაქვეყნოს განცხადება, რომლითაც განისაზღვრება, რომ უპილოტო თვითმფრინავები არ იქნება გამოყენებული აშშ–ის ტერიტორიაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ. რესპუბლიკელ სენატორებს შეუძლიათ დაბლოკონ ჯონ ბრენანის კანდიდატურაზე კენჭისყრა მანამდე, სანამ 100 წევრიან სენატში არ მოგროვდება 60 ხმა ობსტრუქციის შესაჩერებლად. აშშ–ის გენერალურმა პროკურორმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით აშშ–ის ტერიტორიაზე ამერიკის ტერორიზმში ეჭვმიტანილ მოქალაქეებზე თავდასხმას.
XS
SM
MD
LG