Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი მასპინძლობს ქალი რეჟისორების ფილმების საერთაშორისო ფესტივალს


ავღანეთის ქალაქი ჰერატი მასპინძლობს საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელზეც ქალი რეჟისორების ფილმები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხუთშაბათიდან შაბათამდე გაგრძელდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან არმან შარის ფონდი, Roya Film House და კიდევ 40 ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ხალიდა ხურსანდმა განაცხადა, რომ ამ კინოფესტივალით შესაძლოა ავღანელი ქალები წახალისდნენ როგორც ფილმების გადაღებაში, ისე მის პოპულარიზაციასა. წლევანდელ ფესტივალზე პრიზები არ გაიცემა. ღონისძიებაზე წარდგენილი 100 ფილმიდან 40–მდე ავღანეთშია გადაღებული.
XS
SM
MD
LG